თარგის განხილვა:ინფოდაფა ალბომი

ბოლო კომენტარი: 1 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა L H R B S20 თემაში გამარტივება

გამარტივება

რედაქტირება

ეს თარგი დავამუშავე და გავამარტივე. წინა-შემდეგი ალბომის წელი ავტომატურად აისახება, როდესაც მითითებულია შესაბამის ცალკეულ ველში და აღარ არის საჭირო br-ებით მისი გადატანა და ფრჩხილებში მოქცევა - ყველაფერი ავტომატურად აისახება - ისე, როგორც ინგლისურენოვან ვიკიში ხდება. ამასთან - სტატიებში, ქრონოლოგიებში, კურსივები იქნება მოსაშლელი, ვინაიდან მათაც ავტომატურად ასახავს. შესაძლოა, კურსივის გარდა, უბრალო ბრჭყალებით ჩანაცვლება, უბრალოდ, როგორც ვხედავ, აქ ჯერ არ არის ერთიანი სტანდარტი და კურსივი სათაურებში კვლავ არის.

აუცილებელია კურსივის ფორმატირების მოცილება და ამ სტანდარტზე გადაყვანა 3000-ზე მეტ სტატიაში. შემიძლია, ნელი ტემპით შევუდგე, უბრალოდ დრო დასჭირდება. შესაძლოა - თვე. ვინაიდან რამე ავტომატური ხელსაწყოც რომ იყოს, არ გამოვა. აუცილებელია br-ების ამოღება და წლის ცალკე ველში ჩასმა. ამრიგად, თან გამარტივებულია, თან გართულებულია (ვინაიდან დამუშავებას დრო უნდა). ალბათ, იგივე ცვლილებები უნდა შეეხოს სინგლის ინფოდაფასაც. და სიმღერისაც (ზუსტად არ ვიცი). ხანგრძლივი სამუშაოა. გიორგი 14:46, 16 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

გავაუქმე. კომპლექსური სამუშაოა და კიდევ ცალკე სირთულეს ქმნის დამატებითი ქრონოლოგიის თარგი. კოდის სირთულე არ არის. უბრალოდ გიგანტური სამუშაოა. --გიორგი 15:09, 16 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

<i></i> ეს ტეგი არის ''კურსივის'' შემცვლელი და თუკი ინფოდაფაში მათ გამოვიყენებთ, ეგ პრობლემა აღარ იქნება. ანუ <i>''ABBA''</i> მაინც დახრის ტექსტს ასე - ABBA და არა ასე 'ABBA' (მუქი აღარ გამოჩნდება). თუმცა ჩასანაცვლებელი მაინც იქნება შემდგომში. გიო ოქრო 15:49, 16 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: გმადლობ. ბოდიში, დავაზუსტებ - საუბარი იყო ალბომის ინფოდაფაში შემდეგი და წინა ალბომის ჩაწერისას სათაურის კურსივად ავტომატურად ასახვაზე, რაც გამოვიდა კიდეც (პირად სავარჯიშოში სატესტოდ ვცადე და აქაც შევიტანე, მაგრამ უკან დავაბრუნე მაინც - არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა). აგრეთვე მუშაობდა ის, რომ შემდეგი და წინა ალბომის გამოცემის წლების ცალკე გრაფაში ჩაწერით (წინა წელი, შემდეგი წელი) ეს წელი ავტომატურად აისახებოდა მრგვალ ფრჩხილებში - რასაც ახლა სჭირდება br-თი გადატანა და ცალკე წლის ჩაწერა ასე - (1970), ანუ <br />(1970). მხოლოდ ეგ ნაწილი განვაახლე ინფოდაფაში, მაგრამ ამის შემდეგ საჭირო იქნებოდა 3000+ სტატიაში ამ ყველაფრის გადაფორმატება. ამის გარდა, არის ალბომის დამატებითი ქრონოლოგიის ქვედაფა (როგორც ვნახე), სადაც საერთოდ ცალკე სამუშაო იქნებოდა კოდზე. ამიტომ, ბოდიში, თუ რაღაც ზედმეტი პროცესი გამოვიწვიე ამ რედაქტირებით (ალბათ, სატესტო რედაქტირებად უნდა ჩაითვალოს, მაინც). --გიორგი 17:08, 16 ოქტომბერი 2023 (UTC)პასუხი

გვერდ „ინფოდაფა ალბომი“-ზე დაბრუნება.