თარგიმის ეკლესიაშუა საუკუნეების ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლი ინგუშეთში. მდებარეობს მდინარე ასას მარჯვენა ნაპირზე, სოფელ თარგიმიდან 4 კმ-ში.

წარმოადგენს მცირე ზომის ერთნავიან ნაგებობას, რომლის ქვეშაც საძვალეა მოწყობილი. ნაგებია ფიქლით, მცირედ დამუშავებული რიყის ქვითა და კირის ხსნარით. კედლები შელესილია, შესაძლებელია ეკლესია მოხატული ყოფილიყო. შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. საკურთხევლის აფსიდში ტრაპეზის ნაშთები შეინიშნება.

ლიტერატურა

რედაქტირება