თანდელთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ თანდელთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი დანგრეულია. ნაგებია დიდი ზომის ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. გეგმა არ იკითხება. ნაწილობრივ გადარჩა ჩრდილოეთ კედელი, აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფრაგმენტულად. სამხრეთი კედელი ჩამოქცეულია. კოშკი შემორჩა სამი სართულის დონეზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004