თანაჰატის მონასტერი
თანაჰატი (სომხ. Թանահատ) — მონასტერი სომხეთში, მდებარეობს ვაიოცძორის პროვინციაში. მთიან მასივზე.
თანაჰატის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 39°47′22″ ჩ. გ. 45°24′02″ ა. გ. / 39.78944° ჩ. გ. 45.40056° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
მუნიციპალიტეტი | ვაიოცძორის პროვინცია |
ადგილმდებარეობა | თანაჰატი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | 1279 |
დეტალები
|
სამონასტრო კომპლექსი შედგება ორი ეკლესიისაგან, სასაფლაოსა და გლაძორის უნივერსიტეტის ნანგრევებისაგან. იგი აგებულია მუქი ლურჯი ბაზალტის ქვისგან, ამიტომ მას ზოგჯერ უწოდებენ „შავ მონასტერს“. კომპლექსის მთავარი ეკლესიაა სურბ-სტეფანოსის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც აგებულია 1279 წელს. მასზეა მიდგმული მეორე ეკლესია, რომელიც სურბ-ნშანის სახელობისაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Rick Ney: Vayots Dzor. TourArmenia, 2009, S. 15
- Tanahati Monastery. Armeniapedia
- Tanahat ( Tanadeh) Monastery. დაარქივებული 2014-04-19 საიტზე Wayback Machine. Armenian Heritage