თამარ ტივაძე
თამარ ტივაძე (დ. 27 სექტემბერი, 1934, თბილისი — გ. 1995) — ქართველი ისტორიკოსი.
1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1970–2004 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1970–1977 წლებში კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977–1985 წლებში სსრკ ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-2004 წლებში ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ირანის საკითხი მოსკოვის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში XVI საუკუნის დასასრულს და XVII საუკუნის დასაწყისში“, დაიცვა 1966 წელს. სადოქტორო დისერტაცის თემა — „საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობები XVII ს-ის მეორე ნახევარში“, დაიცვა 1980 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამარ ტივაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა