თამარ კოკოვა
თამარ კოკოვა (რუს. Тамара Акашевна Кокова; დ. 15 მარტი, 1934) — რუსი საბჭოთა მსახიობი. რსფსრ დამსახურებული არტისტი (1971).
თამარ კოკოვა | |
---|---|
თამარ კოკოვა ფილმში „ფატიმა“ | |
დაბადების თარიღი |
15 მარტი, 1934 ნალჩიკი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1934 წლის 15 მარტს ნალჩიკში. 1958 წელს დაამთავრა თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (ГИТИС). მისი დებიუტი კინოში სტუდენტობისას, ჯერ კიდევ მეორე კურსზე სწავლისას შედგა რეჟ. ევგენი ივანოვ-ბარკოვის ფილმში „სატრფოს თავშალი“ (1955, მარიამი). 1959 წელს გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის" მსახიობი.[1] 1961 წლიდან მუშაობდა მოსკოვის კინომსახიობის თეატრ-სტუდიაში. მთლიანობაში მან კარიერის განმავლობაში ითამაშა სხვადასხვა ჟანრის 20 ფილმში.
1975 წელს თამარ კოკოვა გადაღებების დასაწყებად ტაშკენტში ჩავიდა. აეროპორტიდან მიმავალი მსახიობი მოჰყვა ავტოკატასტროფაში, რომელშიც სერიოზული დაზიანებები მიიღო, მათ შორის სახეზეც. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და დიდხანს მკურნალობდა. ამის შემდეგ კოკოვამ პრაქტიკულად დატოვა სამსახიობო პროფესია. ითამაშა მხოლოდ მცირე როლები კინოში და ეწეოდა დუბლირებას. თეატრში მხოლოდ ერთ სპექტაკლში იყო დაკავებული — „შემოდგომის საღამო".
ცხოვრობს მოსკოვში. მისი მეუღლეა ადვოკატი მარკ ვოზნესენსკი. ქალიშვილი — მარია ფილოლოგია, მეცნიერებათა კანდიდატი.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებაკოკოვას მიენიჭა საკავშირო კინოფესტივალის პრიზი ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ფატიმა". ეს ფილმი იყო მისი სადიპლომო ნამუშევარი.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1973 | ფ | ქარავანი | Караван (фильм, 1973) | სალიმა |
1972 | ფ | სემურგი | Семург | სიმურგი |
1970 | ფ | ვარსკვლავები არ ქრებიან | აზერ. Ulduzlar sönmür | ჩოტაის დედა |
1970 | ფ | მესამე ქალიშვილი | Третья дочь | მუხტარის ცოლი |
1968 | ფ | თეთრი როიალი | Белый рояль | როზია |
1967 | ფ | ფერფლის ქვეშ ცეცხლია | Под пеплом - огонь | კუმრი (მთავარი როლი) |
1967 | ფ | მიწა, ზღვა, ცეცხლი, ცა | აზერ. Torpaq. Dəniz. Od. Səma | გიულსუმი |
1966 | ფ | კანიუიტის გამოქვაბულის საიდუმლო | Тайна пещеры Каниюта | გულმალიკი |
1965 | ფ | 26 ბაქოელი კომისარი | 26 бакинских комиссаров | ჯაფარიძის ცოლი |
1964 | ფ | შენს გულს ჰკითხე | Спроси свое сердце | ინჟინერი რაუშანი |
1963 | ფ | სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას | При исполнении служебных обязанностей | მოლარე |
1961 | ფ | ზუმრადი | Зумрад | ზუმრადი (მთავარი როლი) |
1960 | ფ | ხამზა | Хамза | ზულფია |
1959 | ფ | ერთი ციხესიმაგრის საიდუმლოება | აზერ. Bir qalanin sirri | მეთანეთი |
1959 | ფ | ზვავი | Обвал | სედა |
1958 | ფ | ფატიმა | ფატიმა | ფატიმა (მთავარი როლი) |
1957 | ფ | ორი მეზობელი | აზერ. Bir məhəllədən iki nəfər | ჰალიმა |
1955 | ფ | სატრფოს თავშალი | Шарф любимой | მარიამი |
ლიტერატურა
რედაქტირება- Кино: Энциклопедический словарь / Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол. Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — М.: Советская энциклопедия. 1987. — С. 206. — 640 с.