თამარ ბაბილუა (ცნობილია მეტსახელით ბაბი; დ. 20 მარტი, 1989, ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 26 მარტი, 2019, თბილისი, საქართველო) — ქართველი მომღერალი, ჯგუფ „ნიუტონის“ სოლისტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1989 წლის 20 მარტს, ქალაქ ფოთში. დაკვრა 3 წლის ასაკიდან დაიწყო. მუსიკალური განათლება ამავე ქალაქში მიიღო. 2011 წლიდან მოღვაწეობა თბილისში გააგრძელა. მუშაობდა რუსთავი 2-ის მუსიკალურ პროექტებზე. 2013 წლიდან მუშაობდა „ბასტი-ბუბუს“ სტუდიაში.[1] მღეროდა ჯგუფ „ნიუტონში“. წერდა ინდივიდუალურ მუსიკასაც.[2] გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, 2015 წელს დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი. პირველი ოპერაციის შემდეგ თამარ ბაბილუამ საქართველოს რეკორდი დაამყარა — 25 საათის განმავლობაში პიანინოზე შეუსვენებლად დაუკრა.[3]

გარდაიცვალა 2019 წლის 26 მარტს, მისი ჯანმრთელობა წინა დღეს გაუარესდა, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.[4]

  1. თამარ ბაბილუა - ვოკალის პედაგოგი. ბასტი-ბუბუ. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2019.[მკვდარი ბმული]
  2. ჯგუფ ნიუტონის წევრი თამარ ბაბილუა გარდაიცვალა. On.ge (26 მარტი, 2019). ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2019.
  3. ჯგუფ „ნიუტონის“ სოლისტი თამარ ბაბილუა (ბაბი) გარდაიცვალა. Imedinews.ge (26 მარტი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-26. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2019.
  4. ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი ბაბი (თამარ ბაბილუა) გარდაიცვალა. Rustavi2.ge (26 მარტი, 2019). ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2019.