თამარი (დავით VII-ის ასული)
თამარი — XIII საუკუნის მოღვაწე, დავით VII ულუს ასული. ცოლად შეირთო მონღოლი დიდმოხელის, „გურჯისტანის ვილაიეთის“ გამგებლის არღუნ აღას ვაჟმა. თამარს სძულდა წარმართი მეუღლე. როდესაც არღუნი გარდაიცვალა, ქმარმა იგი დროებით თბილისში ჩამოიყვანა. თამარი გაიპარა და მთიულეთში დაიმალა. აბაღა-ხანისა და თამარის ძმის – დემეტრე II-ის თანხმობით, იგი ცოლად შეირთო სამეფოს ფაქტობრივმა გამგებელმა, მედროვე სადუნ მანკაბერდელმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საითიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 460-461.
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ., 1982