თამარის ვაზი, თამარის ყურძენიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ნაპოვნია მესხეთის ტერიტორიაზე და მისი სახელწოდებაც სიმბოლურია.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს მთავარ ძარღვებზე შეინიშნება მცირე შებუსვა. ძარღვებს შორის შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი — საშუალო, ზოგჯერ მცირე ზომის, მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. კანი საშუალო სისქისაა, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი საშუალოდ წვნიანია, მომჟაო-მოტკბო გემოთი, წვენი შეუფერავია.

თამარის ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 157-160 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბერის მეორე ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 80 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20%-ს, მჟავიანობა — 15 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 145