თამარისა და დავითის მონეტები
თამარისა და დავითის მონეტები — თამარ მეფისა და დავით სოსლანის სახელით მოჭრილი მონეტები, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია როგორც თამარის და დავითის მონეტები „ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნით“.
აღწერილობა
რედაქტირებამონეტების შუბლზე გარკვევით იკითხება აბრევიატურა „თრ“ და „დთ“. ორივე მათგანს თავზე უზის ქარაგმის ნიშანი, შესაბამისად, პირველი სახელი იკითხება როგორც „თ(ამა)რ“, ხოლო მეორე — „დ(ავი)თ“. მონეტა, რომ თამარ მეფისა და დავით სოსლანის მმართველობის დროსაა მოჭრილი დასტურდება მასზე დატანილი ქრონოლოგიური მითითებით, სადაც ვკითხულობთ: „ქკ ჳკ“, რაც იშიფრება როგორც „ქ(რონიკო)ნ „ჳკ(420)“, ანუ ქორონიკონით 420 წელი, რაც თანამედროვე წელთაღრიცხვით 1200 წელს შეესაბამება.[1]
მონეტის შუბლზე მოცემულია თამარის და დავითის სახელები, ხოლო ზურგზე — ოთხსტრქონიანი არაბული წარწერა, რომელიც თამარ მეფეს შეეხება. წარწერაში თამარი მოხსენიებულია, როგორც დედოფალთა დედოფალი და იესო ქრისტეს მიმდევარი. თამარის უპირატესობა გამოხატულია მონეტის შუბლზე მისი პირველი მოხსენიებით, ასევე მონეტის ზურგზე არსებული წარწერით. ამ მოცემულობის მიუხედავად, მონეტაზე ჩანს, რომ დავით სოსლანი თავისი მეუღლის თანამოსაყდრეა, რომელიც ქვეყანაში ერთგვარი უმცროსი მეფის სტატუსით სარგებლობს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჯალაღანია ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 464.
- კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969
- დუნდუა თ., დუნდუა გ., ქართული ნუმიზმატიკის კატალოგი, III, თბ., 2015
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Капанадзе Д.Г., Грузинская нумизматика, Москва, 1955, с. 65-66