თამაზ ბერაძე
თამაზ ბერაძე (დ. 7 ოქტომბერი, 1937, თბილისი — გ. 2012) — ქართველი ისტორიკოსი.
დაამთავრა ი.ბ. სტალინის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1960 წელს.
იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
1960 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში. იყო უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 4 მონოგრაფიისა და 40-ზე მეტი სტატიის ავტორი.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი 1987 წლიდან. სადისერტაციო თემა — „ზღვაოსნობა და საზღვაო ვაჭრობა შუა საუკუნეების საქართველოში“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამაზ ბერაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა