თაისი
თაისი — ცნობილი ათენელი კურტიზანი ქალი, სარგებლობდა ალექსანდრე მაკედონელის პატივისცემით, ეგვიპტის მეფის პტოლემე I სოტერის მეორე ცოლი, რომლისგანაც მას ჰყავდა ვაჟი ლეონტისკი და გოგო ირანა.
ანტიკური წყაროებიდან გამომდინარე (პლუტარქე, დიოდორე სიცილიელი, რუფუს კვინტუს კურციუსი) ტაისმა მოახდინა ქსერქსეს სასახლის გადაწვა ალექსანდრეს დაპყრობების პერიოდში (ძვ. წ. 330 წ.). პლუტარქეს აზრით თაისის მიზანი იყო შურისძიება ქსერქსე I-ის გამო, რომელმაც დაამარცხა ათენელები ძვ. წ. 480 წელს. რუფუს კვინტუს კურციუსი ამტკიცებდა, რომ თაისმა და ალექსანდრემ გადაწვეს სასახლე.