თათია გაბუნია
თათია გაბუნია (დ. 7 ივლისი, 2000) — ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მეკარის პოზიციაზე თამაშობს. ამჟამად ასპარეზობს საფეხბურთო კლუბ „Amed S.F.K.“ და საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | თათია გაბუნია | ||
დაბადების თარიღი | 7 ივლისი, 2000 | ||
სიმაღლე | 169 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2020–2023 | ლანჩხუთი | 6 | (0) |
2023 | Amed S.F.K. | 1 | (0) |
2024– | კვარტალი | 14 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
2016–2017 | საქართველო 17-წლ. | 6 | (0) |
2017–2019 | საქართველო 19-წლ. | 18 | (0) |
2022– | საქართველო | 12 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაგაბუნია სამი წლის განმავლობაში თამაშობდა ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბში.[1] 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გადავიდა თურქეთში და კონტრაქტი გააფორმა დიარბაქირულ კლუბ „Amed S.F.K.“. თურქეთში, მხოლოდ 2022-23 წლების სუპერლიგის მეორე ნახევარი გაატარა.[2][3] „Amed S.F.K.“-ში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარების შემდეგ, ის 2023 წლის 3 მარტს საქართველოში დაბრუნდა. ამჟამად თამაშობს საფეხბურთო კლუბ „კვარტალში“.
საერთაშორისო კარიერა
რედაქტირებაგაბუნიას უთამაშია როგორც ასაკობრივ, ასევე ძირითად საქართველოს ნაკრებში. მან ნაკრებთან ერთად უეფას ქალთა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. ის ასევე გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში 2023-2024 წლების სეზონში, რომელშიც ყველა მატჩში სასტარტო მეკარე იყო. 2023 წლის 1 დეკემბერს, იგი მონაწილეობდა მატჩში, რომელშიც საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი ოფიციალური სატურნირო გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა რა ლუქსემბურგის ქალთა ნაკრები ანგარიშით 4:2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mitaishvili, Nika (9 December 2020). „ბურთი - მოიგერია გმირი მეკარემ გაბუნია ლანჩხუთის 21 თათია“ [21 Tatia of Lanchkhuti - the hero saved the ball]. Crystalsport. ციტირების თარიღი: 7 May 2023.
- ↑ Tatia Gabunia tr. Türkiye Futbol Federasyonu. ციტირების თარიღი: 10 February 2023.
- ↑ „Tatia Gabunia Amedspor'umuzda“. Güneydoğu Güncel (თურქული). 29 December 2022. ციტირების თარიღი: 10 February 2023.