თავშეწირული ყმები

(გადამისამართდა გვერდიდან თავშეწირული ყმები,)

თავშეწირული ყმებიXVIII საუკუნის თბილისში მრავლად იყვნენ „თავშეწირული“ ყმები, ანუ ისეთები, რომლებიც თავიანთი ნება-სურვილით სწირავდნენ თავს, ანუ ეყმობოდნენ ამა თუ იმ ბატონს. ბატონყმური ურთერთობის პირობებში თავისუფლების შენარჩუნება ძალზე ძნელი იყო, ამიტომ თავისუფალი მწარმოებელი ცდილობდა თვითონვე შეერჩია მისთვის სასურველი ბატონი, ვიდრე მას ძალით დაამევებდნენ. გვიანდელ შუა საუკუნეების თბილისში სხვებთან შედარებით „სასურველი“ ბატონი მეფე და ეკლესია იყო, რამდენადაც თავშეწირული ყმები მათთან განსაზღვრული შეღავათების მიღებას აღწევდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 488