ზღვის კიბე (ტაგანროგი)

ზღვის კიბე (რუს. Морская лестница) — ტაგანროგის (როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია) ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. კიბე, რომელიც კომკავშირის ბულვარს აკავშირებს ტაგანროგის გემთსარემონტო ქარხანასთან და ტაგანროგის ნავსადგურთან. კიბის მშენებლობა მიმდინარეობდა 1963 წლიდან 1967 წლამდე არქიტექტორ აშოტ მეჟლუმიანის პროექტის მიხედვით[1].

ზღვის კიბე
რუს. Морская лестница

კიბის მონაკვეთი 2015 წლისთვის.
კოორდინატები 47°12′12″N 38°56′44″E / 47.2034° ჩ. გ. 38.9455° ა. გ. / 47.2034; 38.9455
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი აშოტ მეჟლუმიანი
დაწყების თარიღი 1963
დასრულების თარიღი 1967

არქიტექტურა რედაქტირება

ტაგანროგის ზღვის კიბე აგებულია არქიტექტორ აშოტ მეჟლუმიანის პროექტის მიხედვით. კიბის გახსნა გაიმართა 1967 წელს. პროექტი გადაწყვეტილია ადგილობრივი ლანდშაფტის შესაბამისად. კიბეს აქვს კუთხის გასასვლელები და აივნები. სულ შედგება 215 საფეხურისაგან. ცენტრალური საფეხურის სიგრძეა 6 მეტრი, ხოლო კუთხისა - 2 მეტრი. კიბის სიმაღლე 30 მეტრი. საერთი სიგრძე 175 მეტრი. კიბის შუა ნაწილში სათვალთვალო მოედანზე მდებარეობს კაფე „Маяк“-ი. კიბის აივნებიდან იშლება ტაგანროგის ყურის ულამაზესი ხედი.

ისტორია რედაქტირება

კიბის მშენებლობის აუცილებლობა გამოიკვეთა ომის შემდგომ წლებში. მშენებლობის გადაწყვეტილება მიირეს 1960 წელს, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ნავსადგურისა და გემთსაერმონტო ქარხნის თანამშრომლები ელოდებოდნენ კიბის პროექტს[2]. არქიტექტურის მთავარი სამმართველო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა[2].

1964 წელს შედგა მხატვართა საბჭოს სხდომა არქიტექტურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობით, რომელზეც განნიხილეს კიბის პროექტის სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტი ეკთვნოდა არქიტექტორ მ. საბუროვს. მეორე ვარიანტი შეიმუშავა აშოტ მეჟლუმიანმა, ხოლო მესამე - ე. ბრონზოვოიმ. ამ სამიდან შეარჩიეს აშოტ მეჟლუმიანის ვარიანტი[3].

ზღვის კიბის მშენებლობა დაიწყო 1965 წელს[4]. სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 1967 წელს, სანოემბრო დღესასწაულებისათვის[5].

წლების განმავლობაში მშენებლობის საგანი არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი პრესიის კრიტიკის საგანი[6]. განსაკუტრებიული კრიტიკით გამოდიოდა გაზეთი „Таганрогская правда“[6].

თანამედროვე მდგომარეობა რედაქტირება

პერესტროიკის შემდგომ პერიოდში, მას შემდეგ, რაც ტაგანროგის გემთსარემონტო ქარხანა და ნავსადგური გადავიდა კერძო პირების ხელში, ზღვის კიბეს მოაკლდა მზრუნველობა[7].

2015 წლის დოკუმენტებში ზღვის კიბე უკვე ოფიციალურად მოიხსენიება, როგორც „მეჟლუმიანის სახელობის კიბე“ და იმყოფება მუნიციპალურ ბალანსზე[8].

2015 წლის მარტში, კიბის ცენტრალურ სათვალთვალო მოედანზე ააშენეს კაფეტერია[3]. ცნობილი ტაგანროგელი დიზაინერი ვლადიმირ ბერგოტი ამბობდა, რომ ეს იყო არქიტექტურული სადიზმი[3].

სქოლიო რედაქტირება

  1. Петровский К. По проекту таганрожца // Таганрогская правда. — 1997. — 1 ноября. — С. 3.
  2. 2.0 2.1 Собств. корр. Настойчиво выполнять обязательства. С собрания городского партийно-хозяйственного актива // Таганрогская правда. — 1964. — 28 авг. — С. 2.
  3. 3.0 3.1 3.2 Верготи В. Кружевная лестница Межлумяна — вчера, сегодня и будет ли она завтра? // vergoti.livejournal.com. — 2015. — 17 марта.
  4. Собств. корр. Выполнение комплексного плана — дело твоих рук, таганрожец! // Таганрогская правда. — 1965. — 3 июля. — С. 3.
  5. Собств. корр. Чудесный уголок // Таганрогская правда. — 1967. — 22 апр. — С. 4.
  6. 6.0 6.1 Шунин Л. Кровное дело Советов // Таганрогская правда. — 1967. — 23 июня. — С. 3.
  7. Иванова В. Лестница Межлумяна // Новая таганрогская газета. — 2008. — 25 мая. — С. 4.
  8. Skif_Tag. Страусы в Таганроге. Местечковое // skif-tag.livejournal.com. — 2015. — 10 апр.