ზღვამიწეთის ჯადოქარი

ზღვამიწეთის ჯადოქარი (ინგლ. A Wizard of Earthsea) — ამერიკელი მწერლის ურსულა ლე გუინის ფენტეზი ჟანრის რომანი, გამოქვეყნდა 1968 წელს, მიიჩნევა საბავშვო ლიტერატურისა და ფენტეზის კლასიკად. ნაწარმოები, რომელშიც მოქმედება ზღვამიწეთის გამოგონილ არქიპელაგზე ხდება, ახალგაზრდა ჯადოქრის, გედის, შესახებ მოგვითხრობს. იგი ყმაწვილობაშივე ავლენს ძლიერ მაგიურ უნარებს და ჯადოქართა სკოლაში იწყებს სწავლას.

„ზღვამიწეთის ჯადოქარი“

ავტორი ურსულა კრებერ ლე გუინი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Kinneret Zmora-Bitan Dvir
გამოცემის თარიღი 1968
წინამორბედი The Rule of Names
მომდევნო ატუანის აკლდამები

„ზღვამიწეთის ჯადოქარს“ საყმაწვილო რომანის ჟანრს მიაკუთვნებენ, ვინაიდან იგი იკვლევს პროცესს, რომლის დროსაც მოზარდი საკუთარ ძალების მართვას და სიკვდილის ფაქტთან შეგუებას სწავლობს. რომანში აგრეთვე გატარებულია დაოისტური იდეები სამყაროს ფუნდამენტური ბალანსის შესახებ.

რომანმა დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. 1969 წელს მიიღო Boston Globe–Horn Book-ის პრემია, ხოლო 1979 წელს ლუის კეროლის პრემიის ფინალისტებს შორის მოხვდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება