ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები

ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები (ინგლ. International Regulations for Preventing Collisions at Sea; ასევე ცნობილი, როგორც კოლრეგი; ინგლ. COLREGS) ― საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ 1972 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენცია, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს საზღვაო ტრანსპორტმა ზღვაზე ორი ან რამდენიმე გემის შეჯახების თავიდან ასაცილებლად.[1][2]

შინაარსი

რედაქტირება

2022 წლისთვის კონვენცია 41 წესსა და 4 დანართს მოიცავს.

  • თავი A - ზოგადი დებულება (General)
    • წესი 1 - გამოყენება (Application)
    • წესი 2 - პასუხისმგებლობა (Responsibility)
    • წესი 3 - ზოგადი განსაზღვრება (General Definitions)
  • თავი B - მანევრირებისა და ცურვის წესები (Steering and Sailing Rules)
    • ნაწილი I - გემის ნაოსნობა ხედვის ნებისმიერ პირობებში (Conduct of Vessels in any Condition of Visibility)
      • წესი 4 - გამოყენება (Application)
      • წესი 5 - დაკვირვება (Look-out)
      • წესი 6 - უსაფრთხო სიჩქარე (Safe Speed)
      • წესი 7 - შეჯახების საშიშროება (Risk of Collision)
      • წესი 8 - ქმედება შეჯახების აცილების მიზნით (Action to Avoid Collision)
      • წესი 9 - ვიწრობები (Narrow Channels)
      • წესი 10 - მოძრაობის გამყოფი სისტემები (Traffic Seperation Schemes)
    • ნაწილი II - გემის ნაოსნობა ურთიერთხედვის პირობებში (Conduct of Vessels in Sight of One Another)
      • წესი 11 - გამოყენება (Application)
      • წესი 12 - აფრიანი გემები (Sailing Vessels)
      • წესი 13 - გასწრება (Overtaking)
      • წესი 14 - პირდაპირი მიახლოების სიტუაცია (Head-on Situation)
      • წესი 15 - სიტუაცია კურსების გადაკვეთისას (Crossing Situation)
      • წესი 16 - გზის დამთმობი გემის ქმედება (Action by Give-way Vessel)
      • წესი 17 - გემის ქმედება, რომელსაც უთმობენ გზას (Action by Stand-on Vessel)
      • წესი 18 - გემების ურთიერთვალდებულებანი (Responsibilities Between Vessels)
    • ნაწილი III - გემების მართვა შეზღუდულუ ხილვადობის პირობებში (Conduct of Vessels in Restricted Visibility)
      • წესი 19 - გემების მართვა შეზღუდული ხილვადობის პირობებში (Conduct of Vessels in Restricted Visibility)
  • თავი C - შუქები და ნიშნები
    • წესი 20 - გამოყენება (Application)
    • წესი 21 - განსაზღვრებები (Definitions)
    • წესი 22 - შუქების ხილვადობა (Visibility of Lights)
    • წესი 23 - გემი მექანიკური ძრავით სვლის დროს (Power-driven Vessels Underway)
    • წესი 24 - ბუქსირებით დაკავებული და მიმწოლი გემები (Towing and Pushing)
    • წესი 25 - აფრიანი გემები სვლის დროს და ნიჩბიანი გემები (Sailing Vessels Underway and Vessels Under Oars)
    • წესი 26- თევზსაჭერი გემები (Fishing Vessels)
    • წესი 27 - მართვის შესაძლებლობის არმქონე და მანევრირების შესაძლებლობებით შეზღუდული გემები (Vessels Not Under Command or Restricted in their Ability to Manoeuvre)
    • წესი 28 - თავისი წყალშიგით შეზღუდული გემები (Vessels Constrained by their Draught)
    • წესი 29 - სალოცმანო გემები (Pilot Vessels)
    • წესი 30 - ღუზაზე და მეჩეჩზე მყოფი გემები (Anchored Vessels and Vessels Aground)
    • წესი 31 - ჰიდროთვითმფრინავები (Seaplanes)
  • თავი D - ხმოვანი და სინათლის სიგნალები (Sound and Lights Signals)
    • წესი 32 - განსაზღვრება (Definitions)
    • წესი 33 - ხმოვანი სიგნალების მისაცემი მოწყობილობა (Equipment for Sound Signals)
    • წესი 34 - მანევრირების აღმნიშვნელი და გამაფრთხილებელი სიგნალები (Manoeuvring and Warning Signals)
    • წესი 35 - ხმოვანი სიგნალები შეზღუდული ხილვადობის დროს (Sound Signals in Restricted Visibility)
    • წესი 36 - ყურადღების მისაპყრობი სიგნალები (Signals to Attract Attention)
    • წესი 37 - განსაცდელის აღმნიშვნელი სიგნალები (Distress Signals)
  • თავი E - გამონაკლისები (Exemptions)
    • წესი 38 - გამონაკლისები (Exemptions)
  • თავი F - კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება (Verification of Compliance with the Provisions of the Convention)
    • წესი 39 - განსაზღვრება (Definitions)
    • წესი 40 - გამოყენება (Application)
    • წესი 41 - შესაბამისობის დადასტურება (Verification of Compliance)
  • დანართი I - შუქებისა და ნიშნების განლაგება და ტექნიკური მახასიათებლები (Positioning and Technical Details of Lights and Shapes)
  • დანართი II - დამატებითი სიგნალები თევზსაჭერი გემებისთვის, რომლებიც იჭერენ თევზს ერთმანეთთან ახლოს (Additional Signals for Fishing Vessels Fishing in Close Proximity)
  • დანართი III - ხმოვანი სასიგნალო მოწყობილობების ტექნიკური მონაცემები (Technical Details of Sound Signal Appliances)
  • დანართი IV - განსაცდელის აღმნიშვნელი სიგნალები (Distress Signals)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შარაბიძე, ი. ციცქიშვილი, გ. (2021). ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები: ქართული თარგმანი და განმარტებები. ბათუმი: ს.ს. „გამომცემლობა აჭარა“. ISBN 978-9941-500-00-8.

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება
  • Morgans Technical Books (2016), A Seaman's Guide to the Rule of the Road, Wooton-under-edge: Morgans Technical Books, ISBN 978-0-948254-58-1 RN approved self-study book. Includes the full text of the colregs.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Convention on the International Regulations for Preventing Collisions at Sea, 1972 (COLREGs) დაარქივებული 14 October 2009 საიტზე Portuguese Web ArchiveCategory:Webarchive template other archives, from the IMO (The International Maritime Organisation). Retrieved 13 February 2006.
  2. Prevention of Collisions at Sea Regulations 1983 დაარქივებული 27 July 2011 საიტზე Wayback Machine. , from Western Australian Legislation დაარქივებული 15 May 2009 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 6 June 2009.