ზღარბი ნისლში
„ზღარბი ნისლში“ (რუს. Ёжик в тумане) — რეჟისორ იური ნორშტეინის 1975 წლის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.
„ზღარბი ნისლში“ | |
---|---|
რეჟისორი | იური ნორშტეინი |
ნაწარმოები | სერგეი კოზლოვი |
კომპოზიტორი | მიხეილ ნეეროვიჩი |
ანიმატორი(ები) | იური ნორშტეინი |
სტუდია | სოიუზმულტფილმი |
პრემიერა | 1975 |
ხანგრძლივობა | 10:29 |
ქვეყანა | სსრკ |
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ზღარბი გადის სახლიდან და მიემართება დათუნიასთან შესახვედრად, რათა მთელი ღამის განმავლობაში მასთან ერთად ვარსკვლავები ითვალოს.
1976 წელს ფილმმა მიიღო პირველი პრიზები ბიჭკეკსა და თეირანში გამართულ ფესტივალებზე. 2003 წელს, 140 კინოკრიტიკოსისა და მულტიპლიკატორის გამოკითხვით, „ზღარბი ნისლში“ აღიარებული იქნა ყველა დროის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად.
ფილმი დღესდღეობით ბევრი ადამიანისათვის საკულტო ნაშრომად რჩება და, ამ აღიარების გამო, 2009 წლის იანვარში ქ. კიევში მას სპეციალური ძეგლიც კი დაუდგეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მოყვარულთა გვერდი
- ფილმი საიტზე YouTube.com
- ორიგინალური ვერსია
- წიგნი ფრანჩესკა იარბუსოვას ილუსტრაციებით