ზურაბ ვადაჭკორია (ექიმი)

ზურაბ ოთარის ძე ვადაჭკორია (დ. 16 იანვარი, 1958, თბილისი) — ქართველი ყბა-სახის ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1997).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1979). მუშაობდა თბილისის ბავშვთა V კლინიკუ საავადმყოფოში (1983–1987), 1987 წლიდან კი — გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში. იყო თსსუ-ს ბავშვთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრის გამგე (1993), ბავშვთა და მოზარდთა ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი (2006). 1991–1997 წლებში იყო თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1997–2004 წლებში — თსსუ-ის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობის დარგში, 2009-2023 წლებში — რექტორი. 1997-2004 წლებში არჩეული იყო საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტად.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ორთოპედიული სტომატოლოგია: დამხმარე სახელმძღვანელო, თბ., 2009.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვადაჭკორია, ზურაბ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 129.