ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზულ ალ-ყერნეინი, (არაბ. ذُو ٱلْقَرْنَيْن [Ḏū l-Qarnayn]) — ფიგურა, რომელიც ჩნდება ყურანის მე-18 სურის, ალ-ქეჰფის 83-101 აიებში, როგორც ის, ვინც მიემგზავრება აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ, აღმართავს ბარიერს გარკვეულ ხალხსა და იაჯუჯსა და მაჯუჯს შორის.[1] ყურანი მოგვითხრობს, თუ როგორ იქნება სამყაროს აღსასრულის ნიშანი გოგისა და მაგოგის (იაჯუჯისა და მაჯუჯის) ბარიერის მიღმა გათავისუფლება. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ზულ ალ-ყერნეინის ისტორია სათავეს იღებს შუა აღმოსავლეთში ალექსანდრე მაკედონელის ლეგენდებიდან, კერძოდ, ნეშანას ლეგენდადან. [2]

სპარსული მინიატურა ფალნამას წიგნიდან, გადაწერილი სეფიანთა დინასტიის შაჰ თამაზ I-ისთვის (1524–1576); ამჟამად დაცულია დუბლინში, ჩესტერ ბიტის ბიბლიოთეკაში

ყურანი 18:83-101

რედაქტირება
აია არაბული თარგმანი
18:83 وَيَسْـَٔلُونَكَ عَن ذِى ٱلْقَرْنَيْنِ ۖ قُلْ سَأَتْلُوا۟ عَلَيْكُم مِّنْهُ ذِكْرًا და ისინი გეკითხებიან შენ ზულ-ყერნეინის შესახებ. უპასუხე: „მე მოგიყვები თქვენ ამბავს მის შესახებ.“
18:84 إِنَّا مَكَّنَّا لَهُۥ فِى ٱلْأَرْضِ وَءَاتَيْنَٰهُ مِن كُلِّ شَىْءٍ سَبَبًا უეჭველად, ჩვენ განვამტკიცეთ იგი დედამიწაზე და ვუბოძეთ მას ყველაფერი საბაბად .
18:85 فَأَتْبَعَ سَبَبًا ამგვარად გზას გაუდგა იგი.
18:86 حَتَّىٰٓ إِذَا بَلَغَ مَغْرِبَ ٱلشَّمْسِ وَجَدَهَا تَغْرُبُ فِى عَيْنٍ حَمِئَةٍ وَوَجَدَ عِندَهَا قَوْمًا ۗ قُلْنَا يَٰذَا ٱلْقَرْنَيْنِ إِمَّآ أَن تُعَذِّبَ وَإِمَّآ أَن تَتَّخِذَ فِيهِمْ حُسْنًا როცა მიაღწია იმ ადგილს, სადაც მზე ჩადის, შენიშნა, რომ ის ჩადის ამღვრეულ წყაროსთვალში. მის ახლოს ნახა ხალხი . ვუთხარით ჩვენ: „ჰეი, ზულ-ყერნეინ! შენ მათ ან დასჯი, ან სიკეთეს უქმნი!“
18:87 قَالَ أَمَّا مَن ظَلَمَ فَسَوْفَ نُعَذِّبُهُۥ ثُمَّ يُرَدُّ إِلَىٰ رَبِّهِۦ فَيُعَذِّبُهُۥ عَذَابًا نُّكْرًا თქვა: ვინც უსამართლოდ იქცევა, დავსჯით, მერე დაბრუნებულ იქნება თავის უფალთან და იგი დასჯის მას საშინელი სასჯელით.
18:88 وَأَمَّا مَنْ ءَامَنَ وَعَمِلَ صَٰلِحًا فَلَهُۥ جَزَآءً ٱلْحُسْنَىٰ ۖ وَسَنَقُولُ لَهُۥ مِنْ أَمْرِنَا يُسْرًا ხოლო ვინც ირწმუნა და სიკეთე ჰქმნა, მაშინ მისთვისაა საუკეთესო საზღაური და მას ჩვენს ბრძანებებში დავუდგენთ სიოლეს!
18:89 ثُمَّ أَتْبَعَ سَبَبًا მერე გზას გაუდგა იგი.
18:90 حَتَّىٰٓ إِذَا بَلَغَ مَطْلِعَ ٱلشَّمْسِ وَجَدَهَا تَطْلُعُ عَلَىٰ قَوْمٍ لَّمْ نَجْعَل لَّهُم مِّن دُونِهَا سِتْرًا როცა მივიდა იმ ადგილამდე, საიდანაც მზე ამოდის, დაინახა, რომ ის ამოდის ხალხის თავზე, რომელთათვის ჩვენ არ დაგვიდგენია მისგან დასაცავი არანაირი საფარი.
18:91 كَذَٰلِكَ وَقَدْ أَحَطْنَا بِمَا لَدَيْهِ خُبْرًا აი, ასე! ჩვენ გარემოვიცავით ცოდნით ყოველივე იგი, რაც მის თავს ხდებოდა.
18:92 ثُمَّ أَتْبَعَ سَبَبًا მერე გზას გაუდგა იგი.
18:93حَتَّىٰٓ إِذَا بَلَغَ بَيْنَ ٱلسَّدَّيْنِ وَجَدَ مِن دُونِهِمَا قَوْمًا لَّا يَكَادُونَ يَفْقَهُونَ قَوْلًا როცა მიაღწია ორ მთას შორის, დაინახა ხალხი, რომელსაც თითქმის არ ესმოდა ნათქვამი .
18:94 قَالُوا۟ يَٰذَا ٱلْقَرْنَيْنِ إِنَّ يَأْجُوجَ وَمَأْجُوجَ مُفْسِدُونَ فِى ٱلْأَرْضِ فَهَلْ نَجْعَلُ لَكَ خَرْجًا عَلَىٰٓ أَن تَجْعَلَ بَيْنَنَا وَبَيْنَهُمْ سَدًّا უთხრეს: „ჰეი, ზულ-ყერნეინ! იეჯუჯი და მეჯუჯი ავრცელებენ ქვეყანაზე სიავეს. იქნებ შეგვეგროვებინა შენთვის გადასახადი, რათა აღმართო ზღუდე ჩვენსა და მათ შორის?“
18:95 قَالَ مَا مَكَّنِّى فِيهِ رَبِّى خَيْرٌ فَأَعِينُونِى بِقُوَّةٍ أَجْعَلْ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُمْ رَدْمًا უთხრა: „რითაც ჩემმა უფალმა განმამტკიცა, უფრო უკეთესია ჩემთვის თქვენ მოცემულ გადასახადზე. მაშ, ძალით შემეწიეთ და აღვმართავ თქვენსა და მათ შორის ზღუდეს!
18:96 ءَاتُونِى زُبَرَ ٱلْحَدِيدِ ۖ حَتَّىٰٓ إِذَا سَاوَىٰ بَيْنَ ٱلصَّدَفَيْنِ قَالَ ٱنفُخُوا۟ ۖ حَتَّىٰٓ إِذَا جَعَلَهُۥ نَارًا قَالَ ءَاتُونِىٓ أُفْرِغْ عَلَيْهِ قِطْرًا მომიტანეთ რკინის ნაჭრები. „როცა მიაღწევს ორ მთას შორის სიმაღლეს, საბერვლით შეუბერეთ, სანამ გადაიქცეოდეს ცეცხლად!“ მერე უთხრა: „მომიტანეთ გამდნარი სპილენძი ზემოდან უნდა გადავასხა.“
18:97 فَمَا ٱسْطَٰعُوٓا۟ أَن يَظْهَرُوهُ وَمَا ٱسْتَطَٰعُوا۟ لَهُۥ نَقْبًا ამგვარად ისინი ვერ შეძლებენ , რომ გადალახონ იგი და ვერ შეძლებენ მის გახვრეტას.
18:98 قَالَ هَٰذَا رَحْمَةٌ مِّن رَّبِّى ۖ فَإِذَا جَآءَ وَعْدُ رَبِّى جَعَلَهُۥ دَكَّآءَ ۖ وَكَانَ وَعْدُ رَبِّى حَقًّا თქვა: „ესაა წყალობა ჩემი ღმერთისგან! მაგრამ როცა აღსრულდება ჩემი უფლის აღთქმა, ამას მიწასთან გაასწორებს, რამეთუ ჩემი ღმერთის აღთქმა ჭეშმარიტებაა!“
18:99 وَتَرَكْنَا بَعْضَهُمْ يَوْمَئِذٍ يَمُوجُ فِى بَعْضٍ ۖ وَنُفِخَ فِى ٱلصُّورِ فَجَمَعْنَٰهُمْ جَمْعًا და ჩვენ მივატოვებთ იმ დღეს ერთმანეთში არეულთ. და როცა ჩაიბერება საყვირში, მაშინ ყველას ერთად შევკრებთ ჩვენ!
18:100 وَعَرَضْنَا جَهَنَّمَ يَوْمَئِذٍ لِّلْكَٰفِرِينَ عَرْضًا და იმ დღეს აშკარად მივუახლოვეთ ჯოჯოხეთი ურწმუნოთ,
18:101 ٱلَّذِينَ كَانَتْ أَعْيُنُهُمْ فِى غِطَآءٍ عَن ذِكْرِى وَكَانُوا۟ لَا يَسْتَطِيعُونَ سَمْعًا რომელთა თვალები ჩემი გახსენებისგან ფარდაჩამოფარებული იყო. და არც მოსმენა შეეძლოთ მათ!
  1. Netton 2006, p. 72.
  2. Van Bladel, Kevin (2008). „The Alexander Legend in the Qur'an 18:83-102“, The Qurʼān in Its Historical Context. Routledge. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზულ-ყერნეინი“-დან