ზოროასტრიზმი აზერბაიჯანში

ზოროასტრიზმი აზერბაიჯანში ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში იწყება. ის ირანში ძირითადი რელიგია იყო ისლამის გამოჩენამდე. სახელი აზერბაიჯანი სპარსულია და ნიშნავს ,,ცეცხლის დაცვას (დამცველს)",[1] რაც, როგორც ამბობენ, პირდაპირ კავშირშია ზოროასტრიზმთან.

ირანელი ზოროასტრიელები ლოცულობენ ბაქოს ათეშგაში

დღეს აზერბაიჯანში ზოროასტრიზმის რელიგიას, კულტურასა და ტრადიციებს ძალიან დიდ პატივს სცემენ და ახალი წელი ნოვრუზი აზერბაიჯანში კვლავ მთავარ დღესასწაულად რჩება ქვეყანაში. ზოროასტრიზმმა ღრმა კვალი დატოვა აზერბაიჯანის ისტორიაში. რელიგიის კვალი კვლავ ჩანს სურახანში,[2] ხინალიგსა და იანარ დაგში.

ისტორია რედაქტირება

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი რელიგია, ზოროასტრიზმი ძველად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც იყო გავრცელებული. ზოროასტრიზმი, რომელიც თავის ფუძემდებელ ირანელ წინასწარმეტყველ ზოროასტერს (ასევე ზარატუსტრას) უკავშირდებოდა იყო პირველი მონოთეისტური რელიგია მსოფლიოში და ოფიციალური რელიგია სპარსეთში ძვ.წ. 600-დან ახალი წელთაღრიცხვის 650 წლამდე.

ზოროასტრიელებს სწამთ ერთი ღმერთის, ისინი ფიქრობენ რომ სამყარო აჰურა მაზდამ შექმნა. ზოსტრასტიზმის წმინდა წიგნი „ავესტა“ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: უძველესი განყოფილება შეიცავს გატას, ჩვიდმეტი საგალობლის ჩათვლით და უმცროსი „ავესტა“, რომელიც უძველესის კომენტარს შეიცავს. გი ასევე მოიცავს მითებს, მოთხრობებსა და რიტუალების დაკვირვების დეტალებს. ცეცხლი ზოროასტრიზმში სიწმინდის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა.[3] ზოროასტრიელებს არასწორად უწოდებენ ცეცხლთაყვანისმცემლებს, მათ მიაჩნიათ, რომ ცეცხლი წარმოადგენს აჰურა მაზდას სიმბოლოს და მაგიტომ სცემენ მას თაყვანს.

ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, ზოროასტერი დაიბადა კავკასიის ალბანეთში. მაგრამ ეს იდეა ასევე გვხვდება ზოროასტრიზმის გავლენის ქვეშ მყოფ სხვა რეგიონებშიც.

დაახლოებით ძვ. წ. 550 წელს, კიროს II- მ სამხრეთ აზერბაიჯანის ტერიტორია გააერთიანა აქამენიანთა იმპერიაში. მისი მეფობის დროს ზოროასტრიზმი იყო დომინანტი რელიგია იმპერიაში, მაგრამ მას არ უცდია ზოროასტრიზმის ოფიციალურ რელიგიად ჩამოყალიბება.

დარიოს I- ის მმართველობის პერიოდში ზოროასტრიზმი იყო აქამენიანთა იმპერიის, მათ შორის აზერბაიჯანის ოფიციალური რელიგია. დარიოს I- მა ასევე დაუშვა ზომიერი რელიგიური თავისუფლება სატრაპიებში.

 
ცეცხლის ტაძარი

ალექსანდრე დიდმა დაამარცხა დარიოს III, რა პერიოდშიც ზოროასტრიზმის გავლენა შემცირდა. მრავალი მღვდელი მოკლეს და ზოროასტრიზმის მრავალი წმინდა ტექსტი გაანადგურეს, რის გამოც ისინი სამუდამოდ განადგურდნენ.[4]

ზოროასტრიზმული ნაგებობები რედაქტირება

ზოროასტრიზმის კვალი გვხვდება ბაქოში, შამახაში, ნახჭევანში, მინგეჩაურში, ტალიშ-მუგანის რაიონებში. აბშერონის ნახევარკუნძული და ბაქო ძველ დროში ზოროასტრიზმის ცენტრები იყვნენ. აბშერონის ნახევარკუნძული მდიდარი იყო ბუნებრივი გაზის ჩირაღდნებით. სასანიანთა ეპოქაში (მე –3 – მე –7 საუკუნეები), როდესაც ზოროასტრიზმი სახელმწიფო რელიგიის დონემდე ავიდა, ბაქო ქალაქის განვითარების ახალ ეტაპზე შევიდა. ქალაქის ყველაზე პოპულარული არქიტექტურული ძეგლი ქალწულის კოშკი და უძველესი ქალაქის კედლები და კოშკები, რომლებიც შემორჩენილია ისტორიკოსის ძეგლად, სწორედ იმ პერიოდს ეკუთვნის.[5]

ზოროასტრიზმი ისლამის შემდეგ რედაქტირება

VII საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს სპარსეთი აზერბაიჯანის ჩათვლით. ამ პერიოდში მრავალი ზოროასტრული ტაძარი, ბიბლიოთეკა განადგურდა და დაიწვა. ბევრი ზოროასტრული ტექსტი დაიკარგა. ზოროასტრიელებს არაბები ექცეოდნენ როგორც დჰიმებს (წიგნის ხალხს), ისე როგორც ებრაელებს და ქრისტიანებს. ეს ნიშნავს, რომ მათ შეეძლოთ შეენარჩუნებინათ რელიგიური წესები, მაგრამ უნდა გადაეხადათ დამატებითი გადასახადები. მიუხედავად ყველა სირთულისა, რომელიც ირანელებმა მოაქციეს, ზოროასტრიზმი გახდა უმცირესობის რელიგია ირანში.[6]

სქოლიო რედაქტირება

  1. Persian Lexicons:Dehkhoda, Moin, etc
  2. "Ateshgahs and Zoroastrians in Azerbaijan: Good thoughts, good words, good deeds". Retrieved 20 July 2012.
  3. "BBC – Religions – Zoroastrian: Worship". www.bbc.co.uk.
  4. "BBC – Religions – Zoroastrian: Under Persian rule". www.bbc.co.uk.
  5. "Zoroastrian Places of Worship. Early Chahar-Taqi Fire Temples".
  6. Babak, Vladimir; Vaisman, Demian; Wasserman, Aryeh (2004-11-23). Political Organization in Central Asia and Azerbaijan: Sources and Documents. ISBN 978-1-135-77681-7