ზონკარის შიოწმინდის ეკლესია
ზონკარის შიოწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ზონკარში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. წყობა სწორხა-ზოვანია. დარბაზული ეკლესიის სწორკუთხა საკურთხეველში სარკმელია გაჭრი-ლი. აღმოსავლეთ კედელში ორი შეისრულთაღიანი ნიშაა. გრძივ კედლებზე სამსა-ფეხურიანი პილასტრებია. პილასტრების გვერდით საფეხურებს კედლის თაღები ეყრდნობოდა, შემორჩენილია თაღების ფრაგმენტები. შეისრულთაღიანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. მიწის დონე იმდენად აწეულია, რომ კარის მხოლოდ თაღი და ტიმპანი ჩანს. დასავლეთით ეკლესიას გეგმით სწორკუთხა სათავსი აქვს, რომლის კამარა ნა-ხევარცილინდრულია. ჩრდილოეთ კედელში ერთი, ხოლო დასავლეთ კედელში ორი სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთით ვიწრო თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთ კედლის თაღები კი იმპოსტებს ეყრდნობა. სათავსის აღმოსავლეთი კარი ნაოთხა-ლია. შესასვლელი შეისრულთაღიანია. ეკლესიის კამარა ჩამოქცეულია, კედლები ჩამონგრეული. ამოსულია დიდი ზომ-ის მცენარეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 112