ზონკარის ღვთისმშობლის ეკლესია
ზონკარის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ზონკარში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.
სოფლის სასაფლაოზე მდებარე ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია ფიქალით. დარბაზული ეკლესია სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება. აღმოსავლეთი კედლის ცენტრში გაჭრილია შეისრულთაღოვანი სარკმელი. საკურთხევლის წინ ქვის კანკელის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში მოთავსებული ტრომპების საშუალებით ნახევარსფერულ კონქზე ხდება გადასვლა. სარკმლის აქ-ეთ-იქით, ქვედა ნაწილში თაღოვანი ნიშებია. სამი წყვილი სამსაფეხურიანი პილასტრებით გრძივი კედლები ორ თანაბარ ნაწილად იყოფა - პილასტრების გვერდით საფეხურებს კედლის შეწყვილებული თაღები ეყრდნობა. თაღები, პილასტრები, ტრომპები და სარკმლის წირთხლები შირიმის ქვისაა. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სა-რკმლებით. დარბაზში დგას დიდი ზომის ბუნის ქვა, რომელშიც მასიური ხის ჯვარია ჩას-მული. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია, ხოლო დასავლეთისა, შიგნით თა-ღოვანი, გარედან არქიტრავული. სამხრეთ შესასვლელს დიდი ლუნეტი აქვს, რო-მელიც ამჟამად ამოშენებულია. კარი ნაოთხალია. დასავლეთი შესასვლელი ამოვ-სებულია მიწით. ეკლესიის დასავლეთით და სამხრეთით შემორჩენილია მინაშენის ფრაგმენტები. კამარა და კონქის დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. კედლები დაბზარულია. მიწის დონე საგრძნობლად აწეულია. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვებით, მათ შორ-ის მრავლად ყრია საპირე ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 113-115