ზონკარის კოშკი
ზონკარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ზონკარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
კოშკი ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით, დუღაბზე. მას ზურგი სამხრეთით აქვს. თითქმის მთლიანად არის შემორჩენილი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი, ზედა სართულზე კი სარკმელია. ნაგებობის გადახურვა ორქანობიანი ყოფილა. კოშკი ექვსსართულიანი უნდა ყოფილიყო. პირველი სართული მთლიანად მიწითაა ამოვსებული. ჩრდილო-დასავლეთი კედლები მთლიანად დანგრეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 117-118