ზონკარის ზურგიანი კოშკი

ზონკარის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო და თავდაცვითი ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ზონკარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ., მაღალ მთაზე მდებარე კოშკის მხოლოდ შვიდი სართულია გადარჩენილი. ნაგებობა ე.წ. „ზურგიანი კოშკების“ რიცხვს მიეკუთვნება, მისი სამხრეთი ნახევარი სწორკუთხაა, ჩრდილოეთისა კი — ნახევარწრიული. პირველი სართული ამოვსებულია ნანგრევებითა და მიწით. აგრეთვე სართულშუა გადახურვის ნამუსრევებით, რაც ართულებს კოშკის აზომვას. სართულშუა გადახურვა ბრტყელი იყო. ჩანს საკოჭე ბუდეები.

კოშკში შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია. იგი ნაოთხალია. კედლის სისქეში დატანებულია საურდულე ხვრელი. სამხრეთი კედლის მთელ აყოლებაზე პირველ და მეშვიდე სართულებს გარდა, სწორკუთხა ფორმის სარკმლებია (მეშვიდე სართულის კედლები ნახევრად მორღვეულია). კედლებში შემორჩენილია სათოფურები. კოშკის ქვედა ნაწილი ნაგებია დიდრონი ლოდებით, ზედა — ფლეთილი ქვით. ქვა ღია ფერისაა. დუღაბი მოაგურისფროა. დაზიანებულია ზედა ნაწილი. გადახურვა და სართულების იატაკები ჩამონგრე-ულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 111