ზოლოტარიოვის სახლი
ზოლოტარიოვის სახლი (რუს. Дом Золотарёва) — ძველი სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. გააჩნია არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[1].
ზოლოტარიოვის სახლი რუს. Дом Золотарёва | |
---|---|
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
ტიპი | ეკლექტიკა |
დასრულების თარიღი | 1860-იანები |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაგანროგში, იტალიის შესახვევში ააგეს სართულნახევრიანი სახლი ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში გამოიცვალა მთელი რიგი მფლობელებისა. 1860-იანი წლების ბოლოს სახლი ეკუთვნოდა ბერძენი დიმიტრი პაპანაგიოტის მემკვიდრეებს[3], 1873-1880 წლებში იგი იყო ტაგანროგელი ხაჯიევების კუთვნილება[2]. 1880-იანი წლების ბოლოს სახლი იყოდა ელენა ჩანგლი-ჩაიკინამ, მსის ნატესავები სახლს ფლობდნენ 1890-იანი წლების შუა პერიოდამდე. შემდეგ მფლობელებზე ინფორმაციები განსხვავებულია. ერთი წყაროს მიხედვით 1890-იანი წლების მერე სახლის მფლობელიაპირველი გილდიის ვაჭარი თევდორე სიფნეო[3]. სხვა მონაცემებით 1890-1898 წლებშ სახლს ფლობდა ნ. დივარისი[2].
XX საუკუნიდან სახლის მფლობელია ალექსანდრე ზოლოტარიოვი, რომლის სახელიც ეწოდა შენობას[2]. 1911 წლიდან შენობაში მუშაობდა მოდის ჟურნალებისა და მანეკენების კანტორა. ასწავლიდნენ კერვას.
1912 წელს სახლის ნაწილი არენდით აიღო კოლეჟის ასესორმა ალექსეი ბაკლემიშევმა. 1915 წელს სახლის ღირებულება იყო 12 ათასი რუბლი[3]. 1920 წლიდან მუნიციპალური სახლია. 1992 წლიდან სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა, როგორც არქიტექტურული ძეგლი[1].
აღწერა
რედაქტირებასახლი აგებულია ეკლექტიკის არქიტექტურულ სტილში, მაგრამ ასევე შეიცავს ბაროკოს, კლასიციზმის, მავრიტანიული და რომანული არქიტექტურების ელემენტებს[4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Жилой дом. Комплекс застройки улицы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-09.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Энциклопедия Таганрога
- ↑ 3.0 3.1 3.2 Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
- ↑ Дом 20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-09.