ზოდეხის ნაეკლესიარი
ზოდეხის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდეხში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ეკლესიიდან შემორჩენილი კედლების სიმაღლე 60-70 სმ-ს აღწევს; ძეგლი ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ნაგებობა გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველში სარკმლის კვალი ჩანს. ჩრდილოეთით მცირე ზომის ნიშაა. შესასვლელი ღიობის კვალი დასავლეთით იკითხება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 83