ზოდეხის კვირაცხოვლის ნაეკლესიარი

ზოდეხის კვირაცხოვლის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდეხში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ნანგრევებად ქცეული ეკლესიიდან შემორჩენილი კედლების სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვა. გეგმა არ იკითხება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 82