ზოდეხის ეკლესია' — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდეხში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დანგრეული ეკლესიიდან შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვა. ნაგებობა გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ეკლესიამ განიცადა არაერთი გადაკეთება, მისი კედლები დეფორმირებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 83