ზიანის პრინციპი
ზიანის პრინციპი — პრინციპი, რომელიც მოიაზრებს, რომ პიროვნებათა ქმედებები შეზღუდული უნდა იყოს მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული სხვა პიროვნებათა ზიანი. ჯონ სტიუარტ მილმა ეს პრინციპი გაახმოვანა თავის ნაშრომში თავისუფლების შესახებ, სადაც ის ამტკიცებდა, რომ „ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც უფლებამოსილება შეიძლება განხორციელდეს ცივილიზებული საზოგადოების ნებისმიერ წევრზე, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, არის სხვებისადმი ზიანის მიყენების პრევენცია“."[1] ამ უკანასკნელის ექვივალენტური პრინციპი მანამდე განცადებული იყო 1789 წელს მიღებულ საფრანგეთის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში, „ თავისუფლება მოიცავს, გააკეთო ყველაფერი, რაც არავის სხვას არ აზიანებს; აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანის ბუნებითი უფლებების გამოყენებას არ აქვს საზღვრები, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც საზოგადოების სხვა წევრებს უქმნიან ამავე უფლებებით სარგებლობას გარანტიას. შეზღუდვები დაწესებული უნდა იყოს მხოლოდ კანონის საფუძველზე."
განმარტება
რედაქტირებარწმენა, რომ „ არავინ არ უნდა იქნას ძალისმიერად შეზღუდული იმის გაკეთებისაგან, რაც მას სურს, თუკი ეს ქმედება არ ზღუდავს სხვა ადამიანების თავისუფალ მოქმედებას“ გახდა ლიბერტარიანული პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. [2]
ზიანის პრინციპი პირველად გახმოვანებულ იქნა ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ სტიუარტ მილის მიერ (1806-1873) ნაშრომის „თავისუფლების შესახებ“ პირველ თავში, სადაც ის ამტკიცებდა: [1]
ამ ესეს მიზანია დაადასტუროს ერთი ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც უფლებამოსილია მართოს საზოგადოების ურთიერთობა ინდივიდუალურად იძულებითი თუ კონტროლის გზით, იქნება ეს გამოყენებული საშუალება ფიზიკური ძალა იურიდიული სახდელის სახით, ან ზნეობრივი თუ საზოგადოებრივი აზრის იძულება. ეს პრინციპია, რომ ერთადერთი მიზანი, რომელიც წარმოადგენს კაცობრიობის გარანტს, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, მათი ნებისმიერი რაოდენობის მოქმედების თავისუფლებაში ჩარევაში, არის საკუთარი თავის დაცვა. „ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც ძალაუფლება შეიძლება განხორციელდეს ცივილიზებული საზოგადოების ნებისმიერ წევრზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, არის სხვებისთვის ზიანის მიყენებს პრევენცია“. მისი საკუთარი სიკეთე, ფიზიკური თუ მორალური, არ არის საკმარისი გარანტი. მას არ შეუძლია, სამართლიანად იქნას იძულებული, რომ გააკეთოს ან შეეგუოს იმას, რაც მისთვის უკეთესი იქნება თუ ასე მოიქცევა, რადგან ეს მას გააბედნიერებს ან, რადგან, სხვების აზრით, ამის გაკეთება გონივრული ან სწორიც კი იქნება... ადამიანის ქცევის ერთადერთი ნაწილი, რომელშიც იგი საზოგადოებას ემორჩილება, არის ის, რაც სხვებს ეხება. იმ ნაწილში, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს ეხება, მისი დამოუკიდებლობის უფლება აბსოლიტურია. საკუთარ თავზე, საკუთარ სხეულზე და გონებაზე, ადამიანია სუვერენი.
.[3]}}
მაშინაც კი, თუ თვითნებური მოქმედება დააზიანებს თავად ამ ადამიანს, ეს მაინც სახელმწიფოს მართლმსაჯულების იძულების სფეროს მიღმა იქნება.
ზიანი თავისთავად არ არის ამორალური ცნება. სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენება არის ის, რაც მოქმედებას არასწორს ხდის.[4]
ზიანი ასევე შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას.მორალი წარმოშობს ვალდებულებებს. მოვალეობა შეიძლება, დაეკისროს ადამიანს ისევე, როგორც დავალიანება, და ეს არის მოვალეობის ცნების ნაწილი, რომ ადამიანი შეიძლება სამართლიანად აიძულოს შეასრულოს იგი.[3][4]
ზიანის უფრო ფართო განმარტებები
რედაქტირებაამავე ესეში მილი უფრო ვრცლად განმარტაცს ამ პრინციპს, როგორც ორი მაქსიმუმის ფუნქცია:
მაქსიმუმები არის, პირველი, ადამიანი არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოებისადმი მისი ქმედებების გამო, რამდენადაც ეს არ ეხება სხვა პირის ინტერესებს, გარდა საკუთარი თავისა. რჩევა, ინსტრუქცია, დარწმუნება და თავიდან აცილებასხვა ადამიანის მხრიდან, თუკი ისინი ამას საკუთარი კეთილდღეობისათვის სწორად ჩათვლიან, არის ერთადერთი საზომი რომლითაც საზოგადოებას სამართლიანად შეუძლია გამოხატოს საკუთარი უარყოფა ან ანტიპატია პირიქს ქცევისადმი. მეორე მხრივ,„ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც ზიანს აყენებს სხვის ინტერესებს, პიროვნება ანგარიშვალდებულია და შეიძლება დაექვემდებაროს სოციალურ ან იურიდიულ სასჯელს, თუ საზოგადოება ფიქრობს, რომ ეს ერთი ან მეორე მისი დაცვის საჭიროებას წარმოადგენს.“ (LV2)
ამ მაქსიმუმიდან მეორე ცნობილი გახდა, როგორც სოციალური ავტორიტეტის პრინციპი.[5]
ამასთან, მეორე მაქსიმუმი ასევე ხსნის ზიანის უფრო ფართო განმარტებების საკითხს, საზოგადოებისათვის ზიანის მიყენებით. ზიანის კონცეფცია არ შემოიფარგლება სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენებით, მაგრამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ინდივიდებს მრავალჯერადად, ამ ინდივიდების სპეციფიკური განმარტების გარეშე.
ეს მნიშვნელოვანი პრინციპია ზიანის დადგენის მიზნით, რომელიც მხოლოდ თანდათანობით ვლინდება დროთა განმავლობაში - ისეთი, რომ შედეგად გამოწვეული ზიანი შეიძლება მოსალოდნელი იყოს, მაგრამ ზიანის გამომწვევი მოქმედების განხორციელების დროს ჯერ არ არსებობს. იგი ასევე ვრცელდება სხვა საკითხებზე - რომლებიც მოიცავს სუბიექტის უფლებას მოათავსოს სრულად დაბინძურებული ნარჩენები კერძო საკუთრებაში, გამოიწვიოს კითხვები ლიცენზიის შესახებ და აგრეთვე ვრცელდება აჯანყების უფლებაზე.
თანამედროვე მაგალითები
რედაქტირებალიბერტარიანიზმი თანამედროვე ამრიკაში
რედაქტირებალიბერტარიანული პარტია (ამერიკის შეერთებული შტატების) მოიცავს ზიანის პრინციპის ვერსიას, როგორც ოფიცილაური პარტიის პლათფორმის ნაწილს. ის ამტკიცებს: „კრიმინალური სამართალი უნდა იყოს შეზღუდული დარღვევებზე მათ მიმართვაში
სისხლის სამართლის კანონები უნდა შემოიფარგლონ სხვათა უფლებების დარღვევით ძალადობის ან თაღლითობის გამოყენებით, ან მიზანმიმართული ქმედებებით, რომლებიც სხვას უნებურად აყენებს ზიანის მნიშვნელოვან რისკს. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა კანონის გაუქმებას, რომელიც ქმნის "დანაშაულს" მსხვერპლის გარეშე... [6]
ზიანის პრინციპის კრიტიკა
რედაქტირებამეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზიანის პრინციპი არ იძლევა იმ ვიწრო ფარგლებს, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელი ქმედება შეიძლება, ჩაითვალოს საზიანოდ პირის ანდა საზოგადოების მიმართ, შესაბამისად, ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა ხალხის დასჯა მათი ქმედებების გამო სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფოს შეუძლია დაადგინოს ისჯება თუ არა ქმედება, იმის განსაზღვრით, თუ რა ზიანს იწვევს მოქმედება. თუ მორალურად უსამართლო შემთხვევა მოხდება, მაგრამ არ ტოვებს ზიანის უდავო ფორმას, სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ დასაჯოს დამნაშავეები თავიანთი ქმედებებისდა გამო.[7] ზიანის პირნციპს აქვს ორაზროვანი მნიშვნელობა იმისა, თუ ზუსტად რა არის ზიანი და რა ამართლებს სახელმწიფოს ჩარევას.[7]
მეცნიერებმა ასევე თქვეს, რომ ზიანის პრინციპი არ განსაზღვრავს, არის თუ არა გამართლებული სახელმწიფო ინტერვენციული ტაქტიკით. ამ ბუნდოვანებამ შესაძლება, გამოიწვიოს სახელმწიფოს, რომელიც განსაზღვრავს რა არის საზიანო და რა - არა, საკუთარი შეხედულებისამებრ მავნე თვითშემოქმედება. ამ თავისუფლებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პროვნებათა თავისუფლებასა და უფლებებს. სარწმუნო არ იქნებოდა, რომ სახელმწიფო ჩაერიოს ქმედებაში, რომელიც უარყოფითად აისახება უფრო მეტად მოსახლეობაზე, ვიდრე ინდივიდზე [8] ზიანის პრინციპი გამოყენების არეალი არის აჭრერილი ძალიან ფართოდ იმისათვის, რომ უშუალოდ დაიცვას და განახორციელოს სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო სასჯელი.[8]
იხილეეთ აგრეთვე
რედაქტირება- Ahimsa
- Classical liberalism
- Primum non nocere - "first, to do no harm."
- Law of equal liberty
- Libertarianism
- Non-aggression principle
- Wiccan Rede
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „Freedom of Speech“. Stanford Encyclopedia of Philosophy. 17 April 2008. ციტირების თარიღი: 10 June 2013.
- ↑ (2008) The Encyclopaedia of Libertarianism. Thousand Oaks, California: Sage Publications, გვ. xxi. ISBN 978-1412965804. [მკვდარი ბმული]
- ↑ 3.0 3.1 Mill, John Stuart (1859). On Liberty. Oxford, England: Oxford University, გვ. 21–22. ციტირების თარიღი: February 27, 2008.
- ↑ 4.0 4.1 Menezes Oliveira, Jorge. (2012) Harm and Offence in Mill's Conception of Liberty. University of Oxford.
- ↑ Rossi, Philip J. (2012). The Social Authority of Reason. Albany, New York: SUNY Press, გვ. 60. ISBN 978-0791483367.
- ↑ 2016 Platform. Libertarian National Committee (2016). ციტირების თარიღი: 25 February 2017.
- ↑ 7.0 7.1 Stewart, Hamish (2009-08-23). „The Limits of the Harm Principle“. Criminal Law and Philosophy. 4 (1): 17–35. doi:10.1007/s11572-009-9082-9. ISSN 1871-9791. S2CID 144027938.
- ↑ 8.0 8.1 Saunders, Ben (2016-08-30). „Reformulating Mill's Harm Principle“. Mind. 125 (500): 1005–1032. doi:10.1093/mind/fzv171. ISSN 0026-4423.
წყაროები
რედაქტირება- Feinberg, Joel (1984). The Moral Limits of the Criminal Law. London, England: Oxford University Press. ISBN 978-0199878574.
გარე ბმულები
რედაქტირება- Baselines დაარქივებული 2020-12-06 საიტზე Wayback Machine. , at Legal Theory Blog.
- „Mill's Moral and Political Philosophy“. Mill's Moral and Political Philosophy: 3.6 The Harm Principle. Stanford Encyclopedia of Philosophy. Metaphysics Research Lab, Stanford University. 2018.