ზერდაგიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით ზერდაგის სახელწოდებით ჯიში საუკუნეებში უნდა გაჩენილიყო.

სოკოვანი დაავადებებისა და ფილოქსერას გამოჩენამდე ზერდაგი მასობრივად იყო გავრცელებული სამეგრელოს მთისპირა სოფლებში. ზერდაგს ძირითადად სასუფრე ყურძნად იყენებდნენ, ვაზზე ტოვებდნენ და საჭიროების მიხედვით კრეფდნენ, მაგრამ მისგან ღვინოსაც აყენებდნენ, რომელსაც ხანგრძლივად შენახვის უნარი გააჩნდა. 1940-1950 წლებამდე ეს ჯიში საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული სამეგრელოს სოფლებში, ამჟამად კი ერთეული ძირებია შემორჩენილი მაღლარების სახით სენაკის მუნიციპალიტეტში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ნაკლებად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე სქლად ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი — საშუალო ზომის, ოვალური ან მოგრძო, სიმწიფეში მოყვითალო ქარვისფერი ხდება. კანი სქელი და მკვრივი აქვს. რბილობი — მკვრივი, ხორციანი და წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ზერდაგი საშუალო ზრდა-განვითარებით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდი 196-202 დღეს შორის მერყეობს, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში შედის. მტევნის წონა საშუალოდ 175 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-21.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.7-9.6 გ/ლ-ს.

მიიღება ჰარმონიული, ალკოპოლის ნორმალური შემცველობის სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 132