ზენათური
ზენათური — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი მცირე ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სამნაკვთიანი ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო და თეთრი.
ზენათური საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.7 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 132