ზემო ჯორთისის ეკლესია
ზემო ჯორთისის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ხუროთმოძღვრული ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნეთში, ნასოფლა ზემო ჯორთისის მიდამოებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ნასოფლარ „ზემო ჯორთისში“ შემორჩენილი ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის, მოთეთრო-მონაცრისფრო ფლეთილი ქვითაა ნაგები. დარბაზული ეკლესიიდან შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2-2,5 მეტრს აღწევს, ზოგან უფრო ნაკლებს. ეკლესიას სწორკუთხა საკურთხეველი აქვს. იმის გამო, რომ ეკლესიის ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით, მისი გაზომვა და დეტალური აღწერა არ ხერხდება. ნანგრევზე აღმართულ, ორ, ნახევრად ჩაქცეულ ხის ძელზე ჰკიდია ზარი. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 225–226. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.