ზემო ხელჩუის კვირაცხოვლის ეკლესია

ზემო ხელჩუის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხელჩუაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლის სასაფლაოზე მდებარე ეკლესია ნაგებია რიყის ქვით სქელ დუღაბ-ზე. კედლები შემორჩენილია 3-4 მეტრის სიმაღლეზე. მცირე ზომის სამლოცველო სწორკუთხა საკურთხეველში ნიშების კვალია, ცენტრში კი სარკმლის ღიობი, რო-მელიც ძლიერ არის დაზიანებული. სამხრეთის შესასვლელი მთლიანად მორღვეულია. დასავლეთით სარკმლის ქვე-და წირთხლი ჩანს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 108