ზემო ხანდაკის წმინდა გიორგის ეკლესია
ზემო ხანდაკის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (15,7 X 7,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, კუთხეები ნაწყობია თლილი ქვით. დასავლეთით შესასვლელია, რომელსაც შიგნით და გარეთ აგურით ნაწყობი დამრეცი თაღი აქვს. აფსიდის ღერძზე ფართო, მაღალი თაღოვანი სარკმელია, მის გვერდებზე - ორი სწორკუთხა ნიში. აფსიდი მცირე მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისაგან. კარის თავზე ერთი ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. ორი ასეთივე სარკმელი ჩრდილოეთ კედელშია. ამავე კედლის შუა ნაწილში ერთი მარტივი პილასტრია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.