ზემო წუბენის მთის ხატის ეკლესია

ზემო წუბენის მთის ხატის ეკლესია — საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წუბენში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან დასავლეთით 4 კმ-ზე, მთაზე მდებარე დარბაზული ეკლესია რიყისა და ფლეთილი ქვითაა ნაგები. მარკანტული ნაწილებისთვის გამოყენებულია შირიმი. წყობაში დაცულია სწორხაზოვნება.

ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.

ეკლესიის კამარა ცილინდრულია. დასავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ასეთივეა სამხრეთი შესასვლელიც.

ეკლესია გარედან პერანგშემოცლილია. სახურავი აყრილია, შესასვლელის წირთხლები სერიოზულადაა დაზიანებული. ინტერიერი ამოვსებულია მიწით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება