ზემო როკის მესამე კოშკი
ზემო როკის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო როკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი გეგმით ოთხკუთხაა. შემორჩენილია ექვსი სართულის დონეზე. პირველი სართული ამოვსებულია ქვით. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში არქიტრავული შესასვლელია გაჭრილი. ყველა კედელში დატანებულია სათოფურები.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004