ზემო როკის მეოთხე კოშკი
ზემო როკის მეოთხე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო როკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ფლეთილი ქვით ნაშენი კოშკი შემორჩენილია ექვსი სართულის დონეზე. თაღოვანი შესასვლელი მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი. დასავლეთ და სამხრეთ კედლებში დატანებულია თითო არქიტრავული სათოფური. პირველი სართული ამოვსებულია ქვებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004