ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძრის წარწერები

ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძრის წარწერები — ორი ძველი ქართული ასომთავრული წარწერა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძარზე.

პირველი წარწერა

რედაქტირება

წარწერა ორსტრიქონიანია:

  1. წო სმო ზრა
  2. პრლეპკი შე [1]

ანუ:

  1. წმიდაო სამებაო, ზაქარია
  2. პირველეპისკოპოსი შეიწყალე

დახასიათება

რედაქტირება

პალეოგრაფიული თვალსაზრისით წარწერა არქაულია. ასოს ზემოთა რკალი შეკრულია, ასევე შეკრულია გრაფემის ორივე რკალი. ქარაგმის ნიშნები არ გვხვდება.

დათარიღება

რედაქტირება

სპეციალისტთა აზრით წარწერა V საუკუნისაა.

მეორე წარწერა

რედაქტირება

წარწერა ამოკვეთილია საყდრის სამხრეთ ფასადზე. დაზიანებულია. წარწერა სამსტრიქონიანია:

  1. ...ეპი
  2. სკპზმნ აღვ
  3. შნე წჲ ეკლსჲ [2]

ანუ:

  1. ...ეპი–
  2. სკოპოზმან აღვ–
  3. აშჱნე წმიდაჲ ეკლესიაჲ

დახასიათება

რედაქტირება

პალეოგრაფიული თვალსაზრისით წარწერას ახასიათებს გრაფემების გაკუთხოვნება.

დათარიღება

რედაქტირება

სპეციალისტთა აზრით, წარწერა X საუკუნისაა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1997, გვ. 5–98
  1. ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 71
  2. ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 187