ზემო მოხისის კოშკი

ზემო მოხისის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მოხისში. აგებულია შუა საუკუნეებში. ზემო მოხისის ეკლესიის ჩრდილოეთით შემორჩენილია კოშკის ნანგრევი, კერძოდ, კოშკის სამხრეთი კედელი, რომელიც მომრგვალებულია. კედელში დატანილია სათოფურები და ერთი ნიშა. კოშკის დანარჩენი კედლები ფრაგმენტულად იკითხება. ტერიტორიაზე შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები, რომლის ფუნქცია დაუდგენელია. კომპლექსი დიდ ტერიტორიას მოიცავს. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 98