ზემო კარის ეკლესია

ზემო კარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ ზემო კარაში მდებარე დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს ასეთივე სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1–1,5 მეტრის სიმაღლეზე. ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშაა, სამხრეთით კი შესასვლელის კვალია. დარბაზი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით და მიწით. ეკლესიის გარშემო გალავანია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება