ზემო ზახორის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია
ზემო ზახორის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია — საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ზახორში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ნასოფლარი იჩეთის ჩრდილოეთით 1 კმ-ზე მდებარე ეკლესია ფლეთილი ქვითა და ფიქალითაა ნაგები.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთიდან დასრულებულია შებრტყელებული, ნახევარწრიული ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. მისგან ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო არქიტრავული ნიშაა.
ჩრდილოეთ კედელში ორი სხვადასხვა ზომის, სამხრეთ კედელში კი ერთი სწორკუთხა ნიშაა. დასავლეთი სარკმელი არქიტრავულია. არქიტრავულია სამხრეთი შესასვლელიც.
ეკლესიის გადახურვა მთლიანად ჩამონგრეულია. შემორჩენილია მარტივპროფილიანი კარნიზის ნაწილი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 77–78. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.