ზემო ზახორის კოშკი
ზემო ზახორის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლში. აგებულია XVII საუკუნეში.
მდინარე ლეხურას ხეობაში მდებარე პირამიდული კოშკი სახით ხეობისკენაა მიქცეული. კოშკი შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. პირველი სართული ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია. ამ სართულის ყველა კედელში გაჭრილია ვიწრო სათოფური. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში მოწყობილია ნახევარწრიული ბუხარი, რომლის მოპირდაპირე მხარეს წყვილი სწორკუთხა ნიშაა. მესამე სართულის სამხრეთ კედელში ირიბად გაჭრილი ღიობია. აქაც ყველა კედელში სათოფურია. მეოთხე სართულზე, აღმოსავლეთ მხარეს მცირე სწორკუთხა სარკმელია.
კოშკი სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 79–80. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.