ზემო ვილდის სამების ეკლესია

ზემო ვილდის სამების ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვილდაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე; ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია შირიმის ქვა და ფიქალი.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. აბსიდის იატაკის დონე ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით. სფე-რული კონქი ამოყვანილია ქვის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა.

ეკლესიის კამარა შეისრულია. სამხრეთის შესასვლელი არქიტრავულია. იატაკი მიწურია.

ეკლესიის ფასადები სადაა. შირიმის კარნიზი მარტივპროფილიანია. დასავლეთის კეხზე სამრეკლოა.

სამრეკლო ღია ფანჩატურს წარმოადგენს. მისი სვეტები შირიმის ქვისაა. ძეგლის საბურავად გამოყენებულია ყავარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 91-92