ზემო ვილდის კოშკი — არქიტექტურის ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვილდადან ჩრდილოეთით 5 კმ-ზე, ნასოფლარი „ტბა“, მაღალ მთაზე. აგებულია აინ შუა საუკუნეებში.

კოშკი მდებარეობს სოფლიდან ჩრდილოეთით 5 კმ-ზე, ნასოფლარ „ტბასთან“. ნაგებია თეთრი ფერის ფლეთილი ქვით, წყობა სწორხაზოვანია.

გეგმით ოთხკუთხა კოშკიდან შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის მხოლოდ მცირე ნაწილი. სართულშუა გადახურვები ჩამონგრეულია.

კოშკის პირველი სართული ყრუა. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში შე-სასვლელი იყო, რომლის მხოლოდ მარჯვენა წირთხლია შემორჩენილი. ამავე სართულის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი ბუხარია, ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშით. ასეთივე ნიშებია მოთავსებული დასავლეთ და სამხრეთ კედლებში.

კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხე მთელ სიგრძეზე ჩამონგრეულია. ჩამონაშალი ქვები იქვე ყრია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 86-91