ზემო გორეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ზემო გორეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გორეთში, სასაფლაოზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

ბრტყელაბსიდიანი ეკლესია ნაგებია დიდი ზომის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ძეგლი გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, კედლები შემორჩენილია 1-1,5 მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთიდან მოწყობილი ქვები გვიანდელია. სამხრეთ-დასავლეთი კუთხე მთლიანად განადგურებულია, ისე, რომ შესასვლელის აღდგენა შეუძლებელია. დათარიღება გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.

ძეგლი საკმაოდ უსახურია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 83-84