ზემო ბოლის წმინდა მარინეს ეკლესია
ზემო ბოლის წმინდა მარინეს ეკლესია — საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლში. აგებულია შუა საუკუნეებში.
დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. მის ცენტრში მასიური ტრაპეზის ქვა დგას. იკითხება ჩრდილოეთის მხარი.
ეკლესიის კედლები შემორჩენილია 150 სმ-ის სიმაღლეზე; ამათგან დასავლეთის კედელი შედარებით მაღალია. კედლების დაზიანების გამო შესასვლელი ღიობი არ იკითხება. ეკლესია სავსეა მიწითა და ჩამონაშალი ქვით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 73. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.