ზემო ბოლის კოშკი
ზემო ბოლის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლში. აგებულია შუა საუკუნეებში.
სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. შესასვლელი აღმოსავლეთი კედლის პირველ სართულშია გაჭრილი.
კოშკს გარშემო მიშენებული აქვს ხის ნაგებობანი, შიგნით შესვლა და აზომვა ვერ ხერხდება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 74. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.