ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზელიმხან იაგუბი (აზერ. Zəlimxan Yaqub), სრული სახელი ზელიმხან იუსუფ ოღლი იაგუბოვი (აზერ. Yaqubov Zəlimxan Yusuf oğlu; დ. 21 იანვარი, 1950, სოფელი კიაპანაღჩი, საქართველოს სსრ — გ. 9 იანვარი, 2016, ბაქო) — აზერბაიჯანის სახალხო პოეტი,[1] აშუღი, საზოგადოებრივი მოღვაწე, აზერბაიჯანის პარლამენტის I და II მოწვევის დეპუტატი, აზრებაიჯანის „დიდების“ ორდენისა[2] და საქართველოს „ღირსების“ ორდენის[3] კავალერი.

ზელიმხან იაგუბი
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1950
ქვემო ბოლნისი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 9 იანვარი, 2016 (65 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკდროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
საქმიანობა პოეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზელიმხან იაგუბოვი 1950 წლის 21 იანვარს საქართველოს ბოლნისის რაიონის სოფელ კიაპანაღჩში დაიბადა. აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნისმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა (1967–1972).

1973–1978 წლებში მუშაობდა „აზერწიგნის“ სისტემაში — წიგნის მაღაზიაში „წიგნის პასაჟი“ გამყიდველად, მთავარ გამყიდველად და განყოფილების უფროსად. 1975–1985 წლებში აგიტაციური განყოფილების რედაქტორი, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის წიგნის ნებაყოფილობით მოყვარულთა საზოგადოების განყოფილების უფროსი იყო. 1987–1994 წლებში — „პოეზიის“ განყოფილების რედაქტორი, ხოლო შემდეგ გამომცემლობა „იაზიჩი“-ში განყოფილების უფროსი. ზელიმხან იაგუბი გარდაიცვალა 2016 წლის 9 იანვარს ბაქოში.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა

რედაქტირება
  • 1983 წლიდან იყო აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი.
  • 1994 წლიდან იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის წევრი.[4]
  • 1995–2005 წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის I და II მოწვევის დეპუტატი.
  • 2008 წლის 29 აგვისტოში აზერბაიჯანის აშუღთა კავშირის მე-5 ყრილობაზე არჩეული იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

შემოქმედება

რედაქტირება

პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1966 წლის 4 ოქტომბერს გაზეთ „გელბე ბაირაღი“-ში (რუს. „გამარჯვების დროშა“), რომელიც საქართველოს სსრ ბოლნისის რაიონში გამოდიოდა.