ილია ზედგინიძე

ქართველი მორაგბე
(გადამისამართდა გვერდიდან ზედგინიძე, ილია)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ილია ზედგინიძე (დ. 20 იანვარი 1977, თბილისი) — ქართველი მორაგბე. საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

ილია ზედგინიძე
პირადი მონაცემები
სრული სახელი ილია ზედგინიძე
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1977(1977-01-20)[1] (47 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 1.93 სმ
წონა 110 კგ
ინფორმაცია კლუბის შესახებ
პოზიცია მხტომელი
ეროვნული ნაკრები
ნაკრები საქართველო
ნომერი 5
თამაში 50
ქულა 70

ბიოგრაფია

რედაქტირება

2010-2011მეცნიერებათა მაგისტრი, სპეციალიზაცია: საერთაშორისო ბიზნესი

Skema-ს ბიზნეს სკოლა, საფრანგეთი.

დისერტაცია: ღია ინოვაციების ზემოქმედება კორპორატიულ სამყაროსა და საზოგადოებაზე.

საგნები:საერთაშორისო ფინანსები, აღმასრულებელი რგოლის კონსალტინგი, საერთაშორისო მარკეტინგი, ბიზნესის წარმოება ევროპაში, ბიზნესის წარმოება ახლო აღმოსავლეთში, საერთაშორისო სამართალი, ბიზნესის სტრატეგია, სტრატეგიული ინოვაცია, პასუხისმგებლობა გლობალური გარემოს დაცვისადმი, კვლევის მეთოდები, გლობალიზაცია, საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციები.

2004-2005გავლილი აქვს სასწავლო კურსი საერთაშორისო ევროპულ სამართალში

ორლეანის უნივერსიტეტი, საფრანგეთი.

კურსი მოიცავდა საერთაშორისო სამართალს, ევროკავშირის სამართალს, საერთაშორისო კონვენციებს, ინკოტერმებს, ინგლისურ ენას.

2003FIRA-AER-ის რაგბის მწვრთნელის დიპლომი

1993-1998:სამართლის მაგისტრის დიპლომი, სპეციალიზაცია: საერთაშორისო სამართალი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგნები: საერთო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საერთაშორისო სამართალი, საზღვაო სამართალი, საკონსტიტუციო სამართალი, სისხლის სამართალი, ეკონომიკა, საერთაშორისო ორგანიზაციები, გეოპოლიტიკა, ფილოსოფია.

2012-2015საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი, სამწვრთნელო გუნდის წევრი

• სამწვრთნელო საქმიანობა და კავშირი ეროვნული ნაკრების საზღვარგარეთ მოასპარეზე მოთამაშეების კლუბებთან. 1993-2010პროფესიონალი მორაგბე

• რაშები, გუმარი (საქართველო), ტულონი, ბეზიე, ოში, ექს-ან-პროვანსი (საფრანგეთი), როვიგო (იტალია). 1998-2011საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი

• ეროვნული ნაკრების კაპიტანი 6 წლის მანძილზე. გაუძღვა გუნდს ორ მსოფლიო თასზე (2003 ავსტრალია, 2007 საფრანგეთი). • სამი მსოფლიო თასის მონაწილე (2003 ავსტრალია, 2007 საფრანგეთი, 2011 ახალი ზელანდია.) • ევროპის ერთა თასის ოთხგზის მფლობელი. • 2015 წლის მსოფლიო თასის გახსნაზე მსოფლიო რაგბის 20 ლეგენდას შორის წარმოადგენდა საქართველოს. 2011-დან Ilinam Construction-ის მმართველი დირექტორი, საფრანგეთი

• ხელმძღვანელობდა სპეციალიზებულ სამშენებლო კომპანიას. • გაასამმაგა ბრუნვა 3 წელიწადში. • მართავდა პერსონალსა და ქვე-კონტრაქტორებს. • პროექტების განხორციელების ხარისხის კონტროლი. 1998საქართველოს უზენაესი სასამართლო

• საკანონმდებლო დეპარტამენტის თანამშრომელი. ენები

სრულფასოვნად ფლობს ინგლისურ, ფრანგულ , რუსულ ენებს.

საშუალო დონეზე ფლობს იტალიურ ენას.

მეორე-მესამეხაზელი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი (19 – კაპიტნად, 9 ლელო). 2001 წლის ევროპის ერთა თასის მფლობელი (5 თამაში, 4 ლელო), 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილე(3 მატჩი).

  1. http://en.espn.co.uk/statsguru/rugby/player/13055.html
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_ზედგინიძე“-დან